„რკინის კაპიტანი“ – ფილმის პრემიერა
კინოს სახლში სატელევიზიო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „რკინის კაპიტანის“ პრემიერა გაიმართა.
ფილმი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას ეძღვნება. ის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია. ხურცილავა იყო „დინამო თბილისის“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. ფილმის რეჟისორი გოგი თორაძეა. ფილმის მთავარი კონსულტანტი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორიაა, სცენარის ავტორი კი თენგიზ თხილავა. დოკუმენტურ სურათში გამოყენებულია თენგიზ პაჭკორიას მიერ სხვადასხვა ქვეყნაში მოპოვებული საარქივო ფოტო-ვიდეო მასალა.