რკინიგზელთა პროფკავშირის გამგეობის სხდომა

რკინიგზის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ გაფიცვის თარიღმა გადაიწიოს. ამის მიზეზი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც რკინიგზის დეპარტამენტმა მიიღო. დეპარტამენტმა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართა, დანიშნოს მედიატორი, რომელიც არსებულ პრობლემებს მხარეებთან ერთად განიხილავს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, თუმცა, მისივე თქმით, საკითხი დღეს 13 საათზე გამგეობის სხდომაზე გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტალი გიორგაძე დაანონსებული გაფიცვის გამართავს არ გამორიცხავს.

რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50 პროცენტიანი მატებაა.