რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა 

21:15, 24.12.2025

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შუა დერეფნის განვითარების პროცესში, საქართველოს ფუნქციას აძლიერებს – რკინიგზის მოდერნიზაცია დასრულებულია.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში აშენდა, ახალი ხიდები და გვირაბები, მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია მოდერნიზაციის პროექტის შედეგად თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად მცირდება. სიახლეებია სატვირთო მატარებლების შემთხვევაშიც, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით ბევრად მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა ჩნდება. პარალელურად სრულად მოწესრიგდა ყველაზე რთული საუღელტეხილო მონაკვეთი. დასრულებული პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სოფელ ქვიშხეთში, ახალი გვირაბების შესასვლელთან გაიმართა.

რას შეცვლის ქვეყნისთვის მოდერნიზებული რკინიგზა – მარიამ ბერძენიშვილი ესწრებოდა ღონისძიებას.

მსგავსი