რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

ინფრასტრუქტურის განვითარება, სამგზავრო მიმართულების გაუმჯობესება და სატვირთო გადაზიდვების გაძლიერება – ასეთია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც მომავალ 10 წელზეა გათვლილი.

პროექტის პრეზენტაციას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შუა დერეფნის მარშრუტის მიმართ გლობალური ინტერესის ზრდის ფონზე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად გამოყენება მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალშია. სატრანსპორტო პოტენციალის გაძლიერების მხრივ კი რკინიგზის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გეგმა ვაგონების განახლებას, ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვას, რკინიგზის სადგურების და ბაქნების რეაბილიტაციას, ახალი სამგზავრო რეისების დამატებას  და ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანას გულისხმობს. გეგმის ნაწილია ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი ე.წ. კუკუშკის აღდგენაც, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

რა სიახლეებს მოიცავს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და ისტორიული განახლება – მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი.