რკინიგზის ახალი პროექტი

თბილისში, შესაძლოა, ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყოს.

საქართველოს რკინიგზა მთავრობას და მერიას შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივას სთავაზობს.

მაგისტრალი მიწისქვეშა გვირაბში უნდა მოექცეს. რვაკილომეტრიანი გვირაბი კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გაივლის.

პროექტის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე კი შესაძლოა, ახალი სატრანსპორტო ქსელი და რეკრეაციული სივრცეები მოეწყოს.

პროექტის ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.