რკინიგზელთა პროფკავშირების მოთხოვნა

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, რკინიგზელები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი და თანამშრომელთა სამოქმედო გეგმა დეტალურად ცნობილი, 10 აგვისტოს გახდება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე, ხელს 4 800 ადამიანი აწერს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყება, ავტომატურად, შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს.