რკინიგზელების მოთხოვნები 

შეთახმება არ შედგა. დღის ბოლოს რკინიგზის თამაშრომლები მენეჯმენტის შეთავაზებას უარით პასუხობენ და აცხადებენ, რომ ანაზღაურების 10 %-ანი ზრდა, 2020 წლისათვის ისედაც გათვალისწინებული იყო.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია, ხელფასების 50 %-ანი მატების მოთხოვნით, დაანონსებულ აქციებს დღეს განცხადებით გამოეხმაურა. მენეჯმენტის წინადადების მიხედვით, 11 ათასი დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1500 ლარზე ნაკლებია, გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებენ და მასშტაბური გაფიცვებისათვის ემზადებიან. 10 აგვისტოს უკვე დეტალურად გაირკვევა, როგორია პროტესტის მონაწილეთა სამოქმედო გეგმა. ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე, ხელს 4 800 ადამიანი აწერს. თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დაწყება ავტომატურად, შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს.