ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება უსაფრთხოების მიზნით დაიგეგმა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 200 000 ლარია, სამუშაოების დასრულება ორ თვეში, მარტის ბოლოს იგეგმება.
ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.