85 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა. ცნობილი ქართველ ელინისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ხუთ ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა კლასიკური ფილოლოგიის სამეცნიერო სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის. 1982 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, 1997 წელს კი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.
რისმაგ გორდეზიანი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დაჯილდოებული იყო საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენით. მას შაბათს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.