„რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ - საერთაშორისო კონფერენცია

„რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ – კონფერენცია ამ სახელწოდებით, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში, სამინისტროების მასშტაბით პირველად, საქართველოს თავდაცვის უწყებაში რისკის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. სწორედ ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, გაიმართა ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა გახსნა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის სისტემაში რისკის მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკებზე. ასევე განხილული იყო საკითხები საქართველოს საჯარო სექტორში რისკის მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზეც. კონფერენციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.