რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა

რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

15-კილომეტრიან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ღირებულება თითქმის 600 მილიონი ლარია. გზას გამოცდილი ჩინური კომპანიები ააშენებენ. რიკოთის გზის ორ მონაკვეთზე უკვე მიდის აქტიური მშენებლობა. გზა ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა ამოქმედდეს.