ექვსწლიანი სამუშაოების ფინალი – ხვალიდან რიკოთის უღელტეხილის მაგისტრალური გზის 52-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება.
ეს არის ოთხზოლიანი საგზაო მონაკვეთი 51 გვირაბით და 97 ხიდით. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულებად ისტორიულ მომენტად აცხადებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი. მასშტაბურ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტთან, მსოფლიო ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. რიკოთის მოდერნიზებული საუღელტეხილო მონაკვეთი მგზავრობის დროს და მანძილს მკვეთრად შეამცირებს. მოლოდინია, რომ სამუშაოების დასრულება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს. პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები და მთავრობის წევრები.