ავტობანის მშენებლობა რიკოთის მონაკვეთზე

ავტობანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობას იაპონური მხარე დააფინანსებს.

ეს არის შორაპანი-არგვეთას მაგისტრალის, ანუ ზესტაფონის შემოვლითი გზის პროექტი, რისთვისაც იაპონიის მთავრობა 40-წლიან შეღავათიან სესხს გასცემს. გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი დაბალი იქნება, საქართველო სესხის ძირითადი თანხის გადახდას 12 წლის შემდეგ დაიწყებს. პროექტის მიხედვით, შორაპანი-არგვეთის მიმართულებით უნდა მოეწყოს 4-ზოლიანი ავტობანი 14 ხიდით და 12 გვირაბით. რიკოთის კიდევ სამი მონაკვეთის დაფინანსების მიზნით პარალელურად მოლაპარაკებები სხვა დონორებთანაც მიმდინარეობს.

რიკოთის ავტობანის აქტიური სამშენებლო ფაზა 2019 წელს უნდა დაიწყოს, დასრულების ვადად 2022 წელი სახელდება.