„ევროკავშირი დღეს არ დაასანქცირებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, რაც შეიძლება მოხდეს, არის უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა, ამასაც დრო დასჭირდება,“ – წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, სანქციების დაწესებას უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, მათ შირის სლოვაკეთი და რუმინეთი. ამის შესახებ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.