კიდევ ერთი ევროპელი დეპუტატი რიჰარდს კოლსი კი ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურება. „ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი – თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო – ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას. ეს არ არის დემოკრატია; ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე დასაბრუნებლად. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად რჩება პრეზიდენტი ზურაბიშვილი.“- წერს ლატვიელი ევროპარლამენტარი.