რიჰარდ კოლსის განცხადება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ევროდეპუტატი რიჰარდს კოლსიც. განცხადებაში ვკითხულობთ: “ „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება – ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს კი სანქციები უნდა დაუწესოს“- წერს ევროდეპუტატი.