რიგგარეშე სესიის მოთხოვნა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

უკვე ცნობილია ევროკომისიის პირობების შესასრულებლად მომზადებული ალტერნატიული სამოქმედო გეგმის მთავარი პუნქტები. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „რესპუბლიკური პარტიის“, გახარიას პარტიის და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადებული გეგმა სამ მიმართულებას მოიცავს – დეპოლარიზაციის შესამცირებლად საარჩევნო ბარიერის დაწევა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა და საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანა. სამივე საკითხის განსახილველად ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას სთხოვს. ფაქტია, რომ გახარიას გუნდი ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის პარალელურად „ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულ ოპოზიციასთანაც თანამშრომლობს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნამ პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაზარდა.