რიგგარეშე სესია პარლამენტში

75 მომხრე, ორი წინააღმდეგი, – პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას კენჭი უყარეს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად დარბაზში არ იმყოფებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით შეუწყდა.

მაკა არჩევნიშვილი მუშაობს პარლამენტში.