რიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019
ხმები დათვლილია. ერთის გარდა მმართველი პარტიის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ. გამონაკლისი მხოლოდ მთაწმინდაა, სადაც პირველმა ტურმა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც მერიის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მმართველი გუნდის კანდიდატებმა მოიპოვეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ახლა საჩივრების განსახილველად ემზადება. ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდსა და მარნეულში დაიწერა.