რიგგარეშე არჩევნები თურქეთში

24 ივნისს თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

სააგენტო „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

17 აპრილს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციტივით თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ გამოვიდა. დევ-ლეთ ბაჰ-ჩელიმ არჩევნების ჩატარება 26 აგვისტოს მოითხოვა. ინიციატივის საპასუხოდ 17 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაჰჩელის 18 აპრილს შეხვდებოდა და საკითხს განიხილავდა.

2017 წლის რეფერენდუმის თანახმად, თურქეთი საპარლამენტოდან, საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა. თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2019 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი.