როგორ უნდა მოიქცნენ მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. ასეთ შემთხვევაში ხშირად ერთადერთი გამოსავალი ხანდაზმულთა თავშესაფარი ხდება. თუმცა, აჭარის მაგალითზე ირკვევა, რომ ასაკოვანი ადამიანების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანაც პრობლემაა.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს პირდაპირ ავალდებულებს მოთხოვნის შემთხვევაში ადამიანის თავშესაფრებში მოთავსებას, საკითხი რეგიონის შესაბამისი უწყებისთვის პრიორიტეტს ხშირად არ წარმოდგენს.
სანამ პასუხისმგებელი სამსახურები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე ხანდაზმულებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ.