რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 6 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

მიმდინარე და 2020 წლის განმავლობაში, აჭარაში ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, წლის ბოლომდე კი, რეგიონში საინვესტიციო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ლარს მიაღწევს, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქობულეთში, მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ გამოცემულმა განკარგულებამ, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 30 შეჩერებული პროექტის განახლების საფუძველი შექმნა. მისივე თქმით, დღეს რეგიონში შეჩერებული პროექტი არ არსებობს.