რეზოლუციის პროექტის განხილვა

18:10, 06.03.2018

პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციებს განიხილავს.

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე დეპუტატები ცდილობენ ერთიანი რეზოლუცია შეიმუშაონ და კენჭისყრაზე დაამტკიცონ. საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე კონსულტაციები დილიდან დაიწყო. რეზოლუციების ტექსტზე საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე მსჯელობენ.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე.

მსგავსი