რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი 

რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში დაუდასტურეს. მხატვრის, მწერალის, თეატრისა და კინოს რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში გაიმართება. ცნობილ ხელოვანს 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.