რეზო გაბრიაძის ანიმაცია „ნეტფლიქსზე“

არაერთი საერთაშორისო აღიარების შემდეგ რეზო გაბრიაძის ანიმაციურ ფილმს „ნეტფლიქსის“ მომხმარებელი იხილავს.

ქართველი რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის ანიმაციური ნამუშევარი უმსხვილესი ინტერნეტ-ტელევიზიის პლატფორმაზე უკვე განთავსდა. ფილმი სახელწოდებით „ჰარი ჰარალე დედაო“ რეზო გაბრიაძის მოგონებების მიხედვით შეიქმნა. ანიმაციურ სურათში სწორედ მხატვრის ილუსტრაციებია გამოყენებული. „ნეტფლიქსზე“ განთავსების შემდეგ ქართველი რეჟისორის ნამუშევარს მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის 70 მილიონამდე მომხმარებელი ნახავს.