რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.

პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986), 1988-1989 წლებში  – შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (1982).