საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა. ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, ოთხი წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს.