რეზერვისტების სამხედრო ფიცი 

12:17, 09.05.2026

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. მანამდე მათ რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა.

მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ. ახლა რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის სხვადასხვა ბატალიონში განაწილდებიან.

მსგავსი