რეზერვის მობილიზაციის უფლება

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს უბრუნდება.

აღნიშნული უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განაცხადა, საკითხზე მოხდა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების მოსაზრების გაზიარება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ცვლილებებში აღნიშნული მონაკვეთი იცვლებოდა, თუმცა დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნორმა კვლავ ძველი სახით დარჩება.