რეზა ფაჰლევის მოწოდება დონალდ ტრამპს
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, რეზა ფაჰლევი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანის დასახმარებლად ახლავე იმოქმედოს. მისი თქმით, რეჟიმი სუსტია და ხალხი მისი დამხობისთვის მზადაა. „პრეზიდენტი ტრამპი ობამა არ არის. მისი სიტყვები ირანში მომიტინგეების მხარდასაჭერად ამას აჩვენებს. პრეზიდენტი მოქმედებისა და მშვიდობის კაცია. ახლა მას შეუძლია, იმოქმედოს ყველაზე დიდი მშვიდობის დასამყარებლად, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. რეჟიმი სუსტია, ხალხი მზადაა მისი დამხობისთვის. მათ არ სჭირდებათ ჯარები ადგილზე. მათ მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ლიდერის მოქმედება სჭირდებათ.“, – წერს ფაჰლევი.