„რევიზორი“ – პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

12:26, 19.04.2026

პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში – ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით, სპექტაკლი „რევიზორი“ რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს. სპექტაკლის მთავარი გზავნილი უცვლელია — ნამდვილი „რევიზორი“ ყოველთვის მოდის და საბოლოოდ თითოეული ადამიანის ქმედებას აფასებს. რევიზორი მეორე კლასიკური ნაწარმოებია, რომელსაც რეჟისორი გიორგი კაშია მოკლე პერიოდში დგამს, მანამდე მაყურებელმა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ თანამედროვე ვერსია იხილა.

მსგავსი