რევაზ კიკნაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა

აქციის მონაწილის, თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას 25 ნოემბრის აქციაზე აკრძალული ნივთის ტარების გამო ედავებიან. ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, კადრებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასადგენად, სადავო საგანი არის თუ არა ქვა. მისი თქმით, ამის შესაძლებლობა ამ დრომდე იმიტომ ვერ მიეცა, რომ მოსამართლემ საქმის მასალების გადაცემაზე ჯერ უარი უთხრა, შემდგომ კი გადაწყვეტილება შეცვალა და დაგვიანებით, გუშინ გადასცა. შესაბამისად, ავსაჯანიშვილის თქმით, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოასწრო. ამიტომ მისი თქმით, დღეს როგორც ექსპერტიზის ჩატარებაზე ასევე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის საქმიდან აცილებაზე დააყენებს შუამდგომლობას. მეორე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელსაც ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.