რევაზ ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

21:42, 25.03.2026

თბილისში პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა მთლიანობაში ტურნირი ექვსი მედლით დაასრულა. ოქროს მედალი მოიპოვა რევაზ ჩიკოიძემ, ფინალში მისი მეტოქე ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. გოგოჭურმა ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. ასევე ოქროს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ. ზურაბ ზურაბიანი, გიორგი გამჯაშვილი და ლევან გუგავა კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი ასპარეზობდა.

მსგავსი