Reuters-ის ინფორმაცია

12:12, 04.11.2025

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინა ერთგულებას იჩენს ევროკავშირში გაწევრიანების იდეის მიმართ, თუმცა უნდა შეცვალოს ბოლოდროინდელი უარყოფითი ტენდენციები კორუფციასთან ბრძოლაში და დააჩქაროს რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. რეფორმების დაწყებისთვის, დადებითი შეფასების მიუხედავად, ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კიევმა უნდა მიაღწიოს მეტ პროგრესს სასამართლო დამოუკიდებლობის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემის საკითხებში. უკრაინის მთავრობამ ევროკავშირს აცნობა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებას, 2028 წლის ბოლომდე აპირებს, რაზეც კომისიამ განაცხადა, რომ ამისთვის კიევმა ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.

მსგავსი