Reuters - ავღანეთში ISIS-ის ლიდერი მოკლეს

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-იცენტრალური აზიის სახელმწიფოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერორისტული დაჯგუფების ავღანური ფრთის ხელმძღვანელის, აბუ საად არჰაბის ლიკვიდაცია ნანგარჰარის პროვინციაში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის დროს მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ტერორისტის ადგილმდებარეობის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველომ აცნობა. ოპერაციის დროს აბუ საად არჰაბისთან ერთად 10 რადიკალის ლიკვიდაციაც მოხერხდა.

Reuters-ის ცნობით, რეიდის დროს ტერორისტული დაჯგუფების სამყოფელიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

მომხდართან დაკავშირებით ტერორისტების მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო Amaq-სკომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.