რესტორნების წარმომადგენელთა განცხადება

წინასაახალწლოდ მთავრობის მიერ რეგულაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციისა და რესტორატრთა ასოციაციის დამფუძნებლები ეხმაურებიან. შალვა ალავერდაშვილი და შოთა ბურჯანაძე აღნიშნავენ, რომ დაწესებული რეგულაციებით სექტორი მთლიანად ჩამოიშალა. მათი განცხადებით, 300 ათასი თანამშრომელი უმუშევრად არის დარჩენილი.