რესპუბლიკის მოედანზე დღეს საახალწლო სოფელი გაიხსნება
13:10, 28.12.2018
დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით, თბილისში ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუ. რესპუბლიკის მოედანზე დღეს იხსნება საახალწლო სოფელი. გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ბავშვებს სანტა კლაუსი და სვანეთიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა დახვდებიან.