„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის განცხადება

კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს, – ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განაცხადა.

ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი კი ოლსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მასალაში ჩანს, რომ ამერიკელი კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული სურათის ფონზე სიტყვით გამოდის.