„რესპუბლიკელების“ სარჩელი

საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური პარტიის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა და პარტიის წევრები სწორედ ამ გადაწვეტილებას ასაჩივრებენ. ცესკო-ს კომისია უარის მიზეზად რეგისტრაციის ვადის გადაცილებას ასახელებს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ვადები არ დაურღვევიათ.