რექვიემი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად

12:31, 29.03.2026

ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მორიგი კონცერტი გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. მაყურებელმა პირველად მოისმინა ვახტანგ კახიძის ნაწარმოები – „მოწყალეო უფალო იესო“. ასევე შესრულდა კახიძის რეკვიემი. კონცერტს თავად ავტორი დირიჟორობდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი და მამაკაცთა ვოკალური სიქსტეტი.

მსგავსი