ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, რექტორთა კონფერენცია გაიმართა. მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავებას, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.