„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიში – „ქართული ოცნების“ პასუხი
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2026 წლის ანგარიში და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მსოფლიო ლიდერებს შორის – ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილს, დონალ ტრამპს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს და ბენიამინ ნეთანიაჰუს, ჯამში 33 ლიდერსა და ბიზნესმენს, სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებს და პრესის თავისუფლების მტაცებლებად აცხადებს. ანგარიში მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება. სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა „ქართულ ოცნებაში“ მანიპულაციად და აბსურდულ გადაწყვეტილებად ფასდება. მმართველ პარტიაში ორგანიზაცია ე.წ დიპ სთეითის დავალებების პირდაპირ შემსრულებლადაც გამოაცხადეს.
თათია ტაბეშაძე გაეცნო ანგარიშს.