„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ – ანგარიში

15:11, 03.11.2025

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სია გამოაქვეყნა. მონაცემები ხუთი კატეგორიის მიხედვით არის დაყოფილი: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. „ისინი კლავენ, აცენზურებენ, აპატიმრებენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ახშობენ საინფორმაციო საშუალებებს, ამცირებენ ჟურნალისტიკას ან მის კანონებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, სია მოიცავს „მათ, ვინც მედიას წლების განმავლობაში დევნიან“. ჩინეთის კომუნისტური პარტია სი ძინპინის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის მოჰამედ ბინ სალმანი, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო. ყველა მათგანმა 2025 წელს კვლავაც გამოიჩინა თავი ჟურნალისტების შეუზღუდავი დევნით.

სიაში შეყვანილია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის პერიოდში თითქმის 220 ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებელი ისრაელის თავდაცვის ძალები, აშშ-ის ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი