რეორგანიზაცია პროკურატურაში

მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.

საგამოძიებო უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. უწყებაში მომუშავე მაღალჩინოსნებს ატესტაციის გავლა მოუწევთ.  რეორგანიზაცია შეეხება პროკურორებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებსაც.

მრავალკომპონენტიანი შეფასება მთავარ პროკურორთან გასაუბრების პროცესსაც მოიცავს. ახალი მთავარი პროკურორის არჩევიდან თვენახევარში მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. მესამე სექტორს კი კითხვები იმ სპეციალურ კომისიასთან აქვს, რომელმაც რეორგანიზაციის პროცესს უნდა უხელმძღვანელოს.