რელიგიური უმცირესობების ორი სარჩელი დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ რელიგიური უმცირესობების ორი სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომლითაც დღგ-სგან თავისუფლდებოდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, ასევე, რესტავრაცია და მოხატვა.

მოსარჩელე რელიგიური კონფესიები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს და უქმნის მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემოდა.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ ეს ნორმა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამოეხმაურნენ.