რელიგიის სააგენტო

რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში აბესალომ ასლანიძე დაინიშნა. დღეს იგი ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ წარუდგინა.

აბესალომ ასლანიძე პროფესიით ისტორიკოსია, არის ფილოსოფიის დოქტორი, ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სასულიერო სემინარიაში, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ისლამის შესახებ, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.