რელიგიის სააგენტოს სარეკომენდაციო კომისიის სხდომა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი საკითხები განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ეკლესიების სარემონტო სამუშაოებისთვის ფინანსური დახმარების გამოყენება. სხდომაზე წარდგენილ საკითხთა უმრავლესობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დადებითად გადაწყვიტა.