„რელიგიები საქართველოში“ - გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

რელიგიები საქართველოში  – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, ეროვნულ მუზეუმთან ერთად გამოფენა გახსნა.

გამოფენაზე სხვადასხვა რელიგიის წიგნები, ლიტერატურა, ასევე რელიგიური  სამოსი, ატრიბუტიკა და ისტორიული ფოტოები გამოიფინა.

ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე თვე გაგრძელდება და მისი მიზანი, რელიგიური ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდაა.