„რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება-საერთაშორისო კონფერენცია ამ სახელწოდებით თბილისში დღეს  გაიხსნა. დისკუსია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.

კონფერენციაზე სამი სექცია იმუშავებს: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება.

კონფერენცია სიტყვით პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს. ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.