სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრს ახალი შენობა აქვს. სწორედ ამ ოფისიდან მოხდება წვევამდელების შერჩევა და სამსახურში გაწვევა. პირველი იანვრიდან წვევამდელთა სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. პროცესს სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების სააგენტო მართავს, რომელიც პროფესიულ სამხედრო სამსახურში და წვევამდელთა სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას უზრუნველყოფს. დიღომში განთავსებული ახალი შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და თბილისსა და ყველა რეგიონს ფარავს.